ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ – მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში  ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.

ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

მსგავსი თემები