რუსეთში ქართველი “კანონიერი ქურდი” გარდაცვლილი იპოვეს

კრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 
გასულ კვირას კუბლაშვილზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ის რუს სამართალდამცველებს ნაქირავებ ბინაში ემალებოდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მისი ცხედარი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ცნობილია, რომ ოთარ კუბლაშვილი კრასნოდარის მხარეში ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომლის ანგარიშზეც ათეულობით ოჯახის სასტიკი წამება და ყაჩაღობაა.

“ჯერ კიდევ 2008 წელს კრასნოდარის რეგიონში დრამა დაიწყო, რომელიც ხალხს კვლავაც საშინელებად ახსოვს. ოთარ კუბლაშვილის და არმენ ვარდანიანის ბანდამ გაძარცვა ადგილობრივი მოსახლეობის სახლები ერთი წლის განმავლობაში. დამნაშავეები დაზარალებულებს იარაღით ემუქრებოდნენ, აწამებდნენ მათ და დასცინოდნენ. ბანდის მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებულმა ზარალმა ექვსი მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა,” – წერს რუსული მედია.

მსგავსი თემები