ამ ეტაპისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულია 59 659 ადამიანი

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659-ია.  აქედან, 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 218, აჭარაში – 955, იმერეთში – 1 095.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 149, იმერეთში – 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი,  მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 28, იმერეთში – 21.

3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 613 – თბილისში, 1 247 – აჭარაში.

48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.  

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 82 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 77, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან – 21 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 092 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 456, პირი, აჭარაში – 8 417, იმერეთში – 4 848.

მსგავსი თემები