ვირუსით 3 803 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 159 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  514 744-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,21 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.80%.

მსგავსი თემები