ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სოციაური ქსელში პრემიერ-მინისტრი ეხმაურება

“საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდებიან. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან!” – წერს პრემიერი.

საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს ბრუნდება. ისინი უკვე ბორტზე იმყოფებიან და საართველოსკენ მოემართებიან. როგორც საგერო უწყება აცხადებს, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც მათ ოფიციალურად მიმართა, ავღანეთიდან უკვე გამოყვანილია.   

მსგავსი თემები