საქართველოში „დეტლა პლუსის“ ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტა პლუსის“ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

„დიახ, სეკვენირების დროს დადასტურდა ორი შემთხვევა. არ ვიცი მოემატა კიდევ თუ არა, ბოლო ორი კვირაა არ მომიკითხავს. ორი შემთხვევა გვქონდა „დელტა პლუსის“, თავისი ამ გენეტიკური შენებით. განსაკუთრებული არაფერი.

მოგეხსენებათ ეს ვირუსი, ძალიან ბევრ მუტაციას განიცდის. რაც გაჩნდა ეს ვირუსი, მას შემდეგ რამდენიმე ასეული თუ მეტი არა მუტაცია აღირიცხა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა რამოდენიმე მუტირებულ შტამს. როგორიც იყო ბრიტანული შტამი, სამხრეთ აფრიკული შტამი, ინდური შტამი, ბრაზიულიური და ა.შ.

სპეციალური, გლობალური პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა აღმოჩენილი შტამები იტვირთება, მათ შორის ჩვენც ვმონაწილეობთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. კვირაში ერთხელ ჩვენგანაც იტვირთება, განსაკუთრებული შტამების შესახებ, რასაც აღმოვაჩენთ ხოლმე. „დელტა პლუსის“ ინდოეთში ინახა პირველად, ჩვენთანაც ორი შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები