დავით ნარმანია ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ქ. ტყიბულში წყალმომარაგების სისტემის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ქ. ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, სალიცენზიო პირობების მონიტორინგის ფარგლებში, სემეკის დავალებით ახორციელებს. დავით ნარმანიასთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ აკაკი მშვიდობაძემ და სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა გივი ნადირაძემ.
წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სისტემით მოსარგებლეთა არსებულ სტანდარტს. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბერში.

მსგავსი თემები