“ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, მაგრამ ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. მისივე თქმით, დღეს აუცილებელია, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს აღსრულებული.

თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ გარკვეულწილად, ქვეყანაში ეპდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება.

„ჯერჯერობით, მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ახალი შემთხვევების ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ამ ციფრების საფუძველზე გარკვეულწილად იკვეთება მცირედი სტაბილიზაციის სურათი. ამდენად, მთავარია, აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები