ორსულებისთვის ონლაინ კლინიკა შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ორსულებისთვის სპეციალური ონლაინ კლინიკა შეიქმნება, რომელიც მეან-გინეკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული.

„ვმუშაობთ ცალკე იმაზე, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მენა-გინეკოლოგებით, რომელიც გაუწევენ კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე. დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძირითადად ოჯახის ექიმებით არიან დაკომპლექტებული.

ბუნებრივია ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულების კონსულტირება თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ კიდევ უფრო სპეციალიზირებული გავხადოთ ეს საკითხი“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები