„თვითონაც ძალიან განიცდის ამ ფაქტს, ძლივს დადის ფეხზე ისეთ დღეშია, მინდა ადამიანურად მივუდგეთ“ – ავთანდილ ჭრიკიშვილი „მედიცენტრ მთავრში“

„ბუჩქებში, რომ დამალულიყო, ვეღარ ვიძმაკაცებდი,“ – ამის შესახებ „მედიაცენეტრ მთავარში“  ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა.

მოჭიდავე ამბობს, რომ ზვიადაურს შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და „ვერ ამტყუნებს.“

„მეც მაგ სიტუაციაში იგივეს გავაკეთებდი, გაიქცე და ბუჩქებში დაიმალო ამ დროს წარმოუდგენელია, თვითონაც ძალიან განიცდის ამ ფაქტს, ძლივს დადის ფეხზე, მინდა ადამიანურად მივუდგეთ.

მოსახლეობის 80% მის საქციელს ამართლებს, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ისეთ მდგომარეობაში იყო საავადმყოფოში, რომ მიიყვანა გარდაცვლილი ძმა ამბობდა ხელი არ მოტეხოთო,“ – ამბობს ჭრიკიშვილი.

ჭრიკიშვილი ამბობს, რომ ზვიადაური „საშიში“ არ არის:

„ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია და ცოდოა, თვითონ ყველაზე მეტად განიცდის და ორჯერ მეტად ნერვიულობს, ჩხუბითაც კი არ ჩხუბობდა ბოლოს, მოვიდა დაიტირა და წავიდა, დიდხანსაც ვერ გაჩერდა, სიარულიც კი უჭირს.

ჩვენ სპორტსმენები ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან ზურა მართალია, ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, მე სპორტული თემით არ ვუდგები, როგორც ადამიანი ისე ვუყურებ, ყველა რეკავს და ამბობს თქვენს გვერდით ვართო,“ – განაცხადა ჭრიკიშვილმა „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები