ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში, კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში გარდაიცვალა – ის ბოლო წლებში ბათუმელთა აკადემიაში 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსია.

თემურ ტუღუშმა კარიერა ბათუმის “დინამოში” დაიწყო, სადაც 1990-1997 წლებში თამაშობდა და 304 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა. ტუღუში ასევე თამაშობდა თბილისის “დინამოში”, ფოთის “კოლხეთში” და თელ ავივის “ბნეი იეჰუდაში”.

მსგავსი თემები