“აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, ათასობით ადამიანი ჩარჩენილია ავღანეთში სახიფათო ვითარებაში” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თალიბანის მიერ ავღანეთში კონტროლის დამყარებას აშშ-ის მარცხს უწოდებს.

“აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, როგორც ახლაა. არ ვიცი ამას თქვენ რას უწოდებთ სამხედრო თუ ფსიქოლოგიური მარცხს. ახლა ათასობით ადამიანი ჩარჩენილია ავღანეთში სახიფათო ვითარებაში. ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლება, მომხდარიყო,”- აცხადებს დონალდ ტრამპი.

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ როდესაც ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და ჯარმა აღჭურვილობა დატოვა, შტატებმა მარტივი არჩევანი გააკეთა.

ჩვენ კიდევ მოგვიწევს უკან მოხედვა და ყველაფერში გარკვევა, მაგრამ მოსაზრება, რომ ამა თუ იმ ხერხით შესაძლებელი იყო ქვეყნიდან ისე გამოსვლა, რომ ქაოსი არ მომხდარიყო – არ ვიცი, ეს როგორ ხდება. ეს მარტივი არჩევანი იყო. როდესაც ავღანეთის მთავრობის ლიდერი, ჯდება თვითმფრინავში და სხვა ქვეყანაში მიდის, როდესაც დაინახეთ ავღანური ჯარების მნიშვნელოვანი კოლაფსი, რომელსაც ჩვენ ვწვრთნიდით, 300 000 – მა მათგანმა უბრალოდ დატოვა თავიანთი აღჭურვილობა და გაიქცა. ეს არის რაც მოხდა.

მსგავსი თემები