“პედაგოგების აცრა ავტომატურად აისახება მის ირგვლივ ვაქცინაციის გააქტიურებაში” – ბიძინა კულუმბეგოვი მასწავლებლებს აცრისკენ მოუწოდებს

მესტიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მასწავლებლები აიცრნენ. მანამდე კი პედაგოგები იმუნიზაციის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განათლების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით გამართულ საინფორმაციო სესიებს დაესწრნენ.

შეხვედრას ცნობილი ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები უღძვებოდნენ. პროგრამის მიზანი ყველაზე იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო, რას ვაქცინაციის შესახებ არსებობს.

“უსაფრთხო სკოლა ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შემოდგომამდე მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებელი გახდეს სწავლის დაწყება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის რეგიონებში პედაგოგები სარგებლობენ ძალიან დიდი ავტორიტეტით.

ამიტომ, ნებისმიერ პედაგოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, ეს ავტომატურად აისახება მის ირგვლივ ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაში,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

მსგავსი თემები