“თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც” –  გელა დაიაური

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ჩემპიონს, ზურა ზვადაურს მხარდაჭერას გელა დაიაურიც უცხადებს და ამბობს, რომ მისი ციხისთვის გამეტება არ შეიძლება.  

„კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელებს ოლიმპიადის მოგებით, კაცს რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც. და თქვენ, კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე  ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!!!” – აცხადებს  გელა დაიაური.

შეგახსენებთ, რომ ზურა ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონებიც უდგებიან, მათ შორისაა ლაშა ტალახაძე და და ლაშა ბექაური.

მსგავსი თემები