17 წლიანი ლოდინის შემდეგ, ზურა ზვიადაური პირველ შვილს ელოდება

„უამრავმა ხალხმა არც კი იცის, რომ ზურა ზვიადაური და მისი მეუღლე აი, უკვე 17 წელია შვილის მოლოდინში იყვნენ და უფლის წყალობით, ეს მათი უდიდესი ოცნება ასრულდა“ – წერს დავით ავალიშვილი და ზურა ზვიადაურის შესახებ  სოციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს.

„წარმოიდგინეთ და უბრალოდ დაფიქრდით, მარტში შვილს ელოდება და ჯერ ხომ იყო ისედაც უსაყვარლესი და ჯიგრიანი ბიჭი, ამის შემდეგ, როცა შვილის მოლოდინში იყო, უფრო საყვარელი და უფრო თბილი გახდა თანაც ისეთი, რომ არა თუ საქართველოს, არამედ, მსოფლიოს ჩახუტება უნდოდა გულში ზურას ძაან ფრთხილი იყო და დამიჯერეთ, რომ საერთოდ წვეთს არ სვამდა სიტყა თქვა, რომ მანამდე ბავშვი არ დაიბადება, მე არ დავლევო და ზუსტად მასე იყო, საერთოდ პირზე არ იკარებდა ალკოჰოლს.

ვიღაცას ეს ზღაპრები არ ეგონოს და ვწერ იმას რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და საკუთარი ყურებით მოსმენილი. რა სწრაფად მიაკარით მკვლელის იარლიყი ამ საამაყო ქართველ ვაჟკაცს, რომელიც შვილის მოლოდინშია და მხოლოდ პოზიტიურადაა განწყობილი ყველას მიმართ, არა მარტო ახლობლების მიმართ, არამედ, მოწინააღმდეგე პირების და თუ გინდაც, მტრების მიმართაც. გეუბნებით, სიყვარულით და პოზიტიურად გაჟღენთილი ვაჟკაცი იყო.

ასეთი ტრაგედია, ნორმალურ ადამიანს, საერთოდ სიზმრადაც ვერ დაესიზმრებოდა. ეს იყო აფექტში და ეს იყო თავდაცვა, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ, კიდევ იმ ხალხის, ვინც ცეცხლის სროლის გარემოში იმყოფებოდა და ბევრი გადაარჩინა ნორმალური, ვაჟკაცური ადამიანის ქმედებაა ეს და არა ლაჩრის. თანაც, ადეკვატურად

მკვლელს არ მიჰყავს დაჭრილები საავადმყოფოში გადასარჩენად. როგორც საკუთარი ძმა და ახლობლები, ასევე მოწინააღმდეგე პირებიც. ეს ვაჟკაცობის და ადამიანობის ნიშანია, რომელიც ზვიადაურმა აჩვენა ამ უდიდეს სტრესის და ტრაგედიის მომენტში. მით უმეტეს, რომ თვითონ მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა. ასეთი რამეს, მხოლოდ ფილმებში თუ ვნახავთ. ზვიადაურს კი, ჩვენი თანადგომა საუკეთესო ხევსურს“ – წერს ავალიშვილი.

მსგავსი თემები