„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის რაიონის აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის რაიონის აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

აქტივისტებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ასევე არ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო პროცესებში.

ისინი აცხადებენ, რომ პარტიაში პატივს არ სცემენ. საარჩევნო სიაში არც ერთი ის ადამიანი არ მოხვდა, რომლებიც ერთგულია პარტიის და წინა არჩევნებზე აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესებში.

მათი მტკიცებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით დააკომპლექტა. საარჩევნო პროცესში 20 სოფლის 30-მდე კოორდინატორი აღარ ჩაერთვება.

მსგავსი თემები