“ვნახე, როგორ ესროდნენ ჩემს ძმას… ვმოქმედებდი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” – ზურაბ ზვიადაური დუმილს არღვევს

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარზე წარუდგენენ. ზვიადაურმა დუმილი ადვოკატთან დაარღვია.

ოლიმპიური ჩემპიონისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

„ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს. იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მართლზომიერად მოქმედებდა და თავდამსხმელი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა, რათა გადაერჩინა თავისი სიცოცხლე და თავისი ძმის სიცოცხლე.

თვითონ საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელს, ის იყო მისული იმიტომ, რომ თავისი ძმა გამოეყვანა იქედან, შარს აერიდებინა, მაგრამ ვერ მიუსწრო და ვერ შეძლო, მისვლა დაუგვიანდა, იმიტომ, რომ თავდამსხმელი უკვე ავტომატურ იარაღს ისროდა“, – აცხადებს ადვოკატი კახა ცნობილაძე. 

მსგავსი თემები