თაღლითობის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით ფეისბუქზე ყალბი პროფილი შექმნა, დაიმატა მეგობრები და ანგარიშზე 300 დოლარის ჩარიცხვა თხოვა – მიზეზად კი შვილის ფინანსური პრობლემები დაასახელა.
თაღლითობისთვის დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.