„არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ვინმე თუ მითვალთვალებს“ – გიორგი გახარია

  •  


„მე არანაირ ბრალდებებს არ ვაყენებ და მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს – აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. აქ სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში“ – აცხადებს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ჩოხატაურში გახსნა. გახარიამ მედიის კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ ადევნების, თვალთვალის და მოსახლეობის დაშინების მცდელობების შესახებაც უპასუხა. 

„მე ხომ ვიცი ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან  და ადამიანები, რომლებიც ესეთ დავალებებს იღებენ – ეს სერიოზულ უხერხულობას ჰქმნის. მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს მეგობრებო – მაშინ, როდესაც სახელმწიფოს უამრავი გამოწვევა აქვს – კოვიდია, პანდემიაა, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო და რესურსი იხარჯება, თორე მე მითვალთვალონ არანაირი პრობლემა არ მაქვს,“- აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი თემები