აუცილებელი მოგერიება – რა მოხდა წინანდალში, სადაც ზვიადაური და მისი მეგობარი მოკლეს?! – რეალური ისტორია

მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, რა გახდა რეალური მიზეზი იმ დაპირისპირებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების, რომელიც წინანდალში მოხდა და რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც წყარო გვიყვება, ამბავი შემდეგია: ურთიერთშელაპარაკება დაიწყო წინანდალში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მომიჯნავედ. შელაპარაკების მიზეზი გახდა დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ფიზიკური ანგარიშსწორება სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით. დაზარალებული და ნაცემი პირი უკავშირდება აწ გარდაცვლილ ზვიად ზვიადაურს და მორიგი ანგარიშსწორების თავიდან ასარიდებლად, სთხოვს, ტერიტორიიდან გაყვანას.

ადგილზე მიდის ზვიად ზვიადაური მეგობართან ერთად, რომელიც ესპანეთიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. მათ დაპირისპირების ადგილზე შემდეგი სურათი ხვდებათ: შეირაღებული ადამიან, ქაოსი და ამ ქაოსში ნაცემი და დაზარალებული პირი. ასევე ნ.კ. რომელსაც ჰქონდა ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „საიგას“ ფირმის.

პარალელურად, კახეთში მყოფი ზურა ზვიადაური იგებს, რომ მის ძმას დახმარება სთხოვეს და ის წავიდა წინანდლის მიმართულებით. ზურა ზვიადაური შემთხვევის ადგილას მივიდა მარტო და შემდეგი სურათი დახვდა: ავტომატიანი ნ.კ. მისი ძმისა და მისი მეგობრის მიმართ არის აგრესიული და იარაღით იმუქრებოდა. ზურა ზვიადაური მათ გადაუდგა წინ და თან ყვიროდა: “დამშვიდდით, სალაპარაკოდ მოვედი, ზურა ვარ ზვიადაური”. ამასობაში, ნ.კ. ხსნის ცეცხლს და ისვრის ზვიად ზვიადაურისა და მისი მეგობრის მიმართულებით. ზურა ზვიადაური კი ცდილობს, თავმდამსხმელის ნ.კ-ს „განეიტრალებას,“ რა დროსაც ნ.კ-მ დაჭრა 4 ადამიანი (2 გარდაიცვალა და მის იარაღში იყო 30 ტყვია).

ზურა ზვიადარი იძულებული ხდება გახსნას საპასუხო ცეცხლი. ამ დაპირისპირების შედეგად დაიჭრა თავად  ნ.კ-ც, რომელმაც 4 ადამიანი დაჭრა და აქედან 2 გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, ზურა ზვიადაური თავად ჩაბარდა პოლიციას.  ყველაფერი განაცხდა და ამბობს, ამბობს, რომ ეს იყო საპასუხოდ სროლა მისი ძმის და სხვა ადამიანების გადასარჩენად იმიტომ, რომ ნ.კ. განაგრძობდა სროლას”.            

ის, რომ ზურა ზვიადაურმა გახსნა საპასუხო ცეცხლი, ამას შსს-ს ადასტურებს მის მიერ გავრცელებული განცხადებით, კერძოდ, „ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.“

მსგავსი თემები