300, 500 და 1 000 ლარი ყოველი ახალშობილის ოჯახს – ვის რამდენი ფულადი დახმარება გადაეცემა თბილისის მერიისგან

სოციალურად დაუცველ ოჯახებს თითოეულ ახალშობილზე ერთჯერადად 500-ლარიანი დახმარებას გადასცემს. პროგრამის მიზანი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევაა. ამ ფულადი დახმარებით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომელსაც დედაქალაქის მერია უზრუნველყობს.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რას ითვალისწინებს პროგრამა, ვინ არიან ბენეფიციარები და როგორ უნდა მიიღონ ფულადი დახმარება.

ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100.000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, რომელიც გაიცემა ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მესამე, ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:

  • 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
  • 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
  • 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.

თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში, ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (თიბისი ბანკი) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. მესამე ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) და ახალშობილის, ან ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი.

მსგავსი თემები