წინანდალში ჩაცხრილული სამივე მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ზურაბ ზვიადაური, ვასკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი დღეს საღამოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ დაჭრილია ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.     

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მსგავსი თემები