“კრიტიკულ ზღვარზე ვართ, საველე ჰოსპიტალი დღესვე უნდა შეიქმნას, მერე გვიან იქნება” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი საველე ჰოსპიტლის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, ქვეყანა ახლა კრიტიკულ ზღვარზეა.

“საველე ჰოსპიტალი არ მინდა ისე იყოს წარმოდგენილი, თითქოს ის არის კარავი და კარავში გაშლილი სტაციონარი. ეს არის არასამედიცინო სივრცე, გამოყოფილი არასამედიცინო სამსახურისთვის. ასეთი ტიპის ჰოსპიტლების არსებობა დამატებითი რეზერვია ქვეყანაში, რომელიც აუცილებლდ დღესვე უნდა იყოს შექმნილი. როდესაც უკვე მართლა მივაღწევთ იმ ზღვარს, არა 500 საწოლი იქნება ქვეყანაში თავისუფალი, არამედ 100, მერე გვიან იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ასე რომ ვფიქრობ, დიახ ახლა ჩვენ კრიტიკულ ზღვარზე ვართ,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი თემები