„გუშინ 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გუშინ იყო რეკორდული მაჩვენებელი – 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ეს არის პირდაპირ გადარჩენა“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი.

„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად და პანდემიის დასამარცხებლად შემოეტანა ვაქცინები და ჩვენ ეს ვაქცინები შემოვიტანეთ. დაახლებით სამი მილიონი ვაქცინა დღეს საქართველოშია. ამისთვის საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გუშინ იყო რეკორდული მაჩვენებელი – 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა გადავწყვიტოთ და  ჩავიტაროთ აცრა. ეს არის პირდაპირ გადარჩენა იმიტომ, რომ მოქალაქეებს სიკვდილისგან იცავს აცრა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.  

მისივე თქმით, ვაქცინაციის პუნქტები კიდევ გაფართოვდება.

„ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ყველა ადამიანში ინდივიდუალურად ვითარდება და პროგრესირებს აღნიშნული ვირუსი. არავინ იცის, როგორ დასრულდება. სამწუხაროდ, ბევრი ჯანმრთელი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია ამ ვირუსმა. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ“ – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები