დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854 საიდანაც. აქედამ 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 106, აჭარაში – 913, იმერეთში – 968. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 398 პირი, მათ შორის, თბილისში – 597, აჭარაში – 139, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 192, აჭარაში – 19, იმერეთში – 17. 3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 6 ოქტომბრიდან – 13 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 035 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 600 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 21 458, პირი, აჭარაში – 6 129, იმერეთში – 4 518.