14 აგვისტოდან, ეკლესია-მონასტრებს კურთხევა ეძლევათ, უზრუნველყონ, რომ სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.
ახალ წესებთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N79-ე ბრძანება გამოსცა.
“ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები”, – ვკითხულობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ბრძანებაში.