კორპუსის ფუძე საფრთხის შემცველია, მოსახლეობა ევაკუირებულია

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ზაზა ყიფიანის ინფორმაციით, ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ფუძე გასამაგრებელია.

როგორც ექსპერტმა ზაზა ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსის კონსტრუქცია მყარია, თუმცა, ფერდი საფრთხის შემცველია.

„ის, რაც ვიზუალურად ვნახეთ, კორპუსს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ აქვს და უშუალოდ კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ფუძეს, მთის მხარეს, ის საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრებას. გამაგრებული უნდა იყოს როგორც კორპუსი, ასევე გეოლოგიურად ფერდი“, – აღნიშნა ზაზა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ განხორციელდა. ფერდი წუხელ ჩამოიშლა. მშენებელი კომპანია დააჯრიმეს და საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა.

მსგავსი თემები