„5 000-ის ნიშნულს რომ როგორმე ჩამოვცდეთ, ეს იქნება უდიდესი მიღწევა“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის განცხადებით, დაინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეები ვართ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.  

„ამ რაოდენობით, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველები ვართ. თითოეული დღეს 50 ერთეული გარდაცვალება, ეს არის ძალიან  მაღალი ნიშნული. მნიშვნელოვანია გარდაცვლილი ადამიანების ასაკობრივი ცენზიც. მოიმატა ახალგაზრდების რიცხვმა 35 წლიდან ზევით. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ძალიან დიდ რაოდენობა მოიცვა, აგრესიულია თავსი ბუნებით და ასეთი სწრაფი მატების შემთხვევაში, რაოდენობა იზრდება და გაიზრდება კიდეც“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მისივე შეფასებით, 5 000-იან ნიშნულს როგორმე უნდა ჩამოვცდეთ.

„რა პერსპექტივა გვაქვს ხვალისთვის, სად მივდივართ და რას ვაპირებთ? გვაქვს მოცემულობა, რომ  მინიმუმ 2-3- კვირის განმავლობაში, ცვალებადობა 5 000-ის ნიშნულს იქნება როგორმე ჩამოვცდეთ.  ეს იქნება უდიდესი მიღწევა.  შესაბამისად, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არსებული მძიმე სიტუაცია, რომელიც ჰოსპიტლებში არის, რაოდენობრივი, ხარისხობრივი და თვისობრივი მახასიათებლებით, შესაბამისაობაში უნდა მოვიდეს პაციენტების გამოჯანმრთელებასთან. თუ ეს კორელაცია არ დამყარდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავკარგავთ“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.    

მსგავსი თემები