„2 მილიარდი ლარის საკრედიტო რესურსია მობილიზებული, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს“ – ლევან დავითაშვილი

„დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალით, 110 წლის წინ იწყება. ეს არის დიდი ისტორიის და დიდი მომავლის მქონე განსაკუთრებული სიმდიდრე – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლაგოდეხში.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ბუნება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობებს.

„სახელმწიფო უნდა იყოს მხარდამჭერი კერძო ბიზნესის განვითარების. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა არის თანადაფინანსებები, ფინანსურ რესურსებზე წვდომა, თქვენთვის იაფი ფულის გაჩენა იმისთვის, რომ თქვენი წამოწყებები იყოს უფრო მეტად წარმატებული. 2012 წელს, მთლიანად სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო სექტორის დაკრედიტების ოდენობა იყო 50 მლნ წელიწადში, მაშინ როდესაც, ბოლო წლების განმავლობაში, პორტფელმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2 მილიარდი ლარის საკრედიტო რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა და სურსათის მრეწველობა, გადამმუშავებელი მრეწველობა განვითარდეს. ეს არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დახმარებებისა და ჩვენი ინტერვენციების” – განაცხადა ლევან

მსგავსი თემები