„ვირუსმა შეიცვალა პოზიცია და დიდებიდან გადადის ბავშვებზე“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ გააკეთა. მისი თქმით, გაზრდილია 35 წლის ზევით ასაკის ადამიანთა გარდაცვალების მაჩვენებელიც.
„გარდაცვლილ ადამიანთა ასაკობრივ ნიშნულში ახალგაზრდა, 35-დან 55-60 წლამდე და უფრო მცირე ასაკის ჯგუფებმა მოიმატა. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, დიდ რაოდენობას მოიცავს, აგრესიულია თავისი ბუნებით და ასეთი სწრაფი გავრცელებით რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ უახლოესი 1 თვის განმავლობაში სერიოზულ კლებას მივიღებთ, პირიქით, ცუდი პროგნოზია“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.