ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა – 813, იმერეთი – 698, ქვემო ქართლი – 270, შიდა ქართლი – 307, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 335, კახეთი – 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი – 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35.

მსგავსი თემები