ამირან გამყრეძილე აუცრელებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვს

საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაციებით მიმართა, აუცრელებისთვის შეზღუდვები დაწესდეს.

კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დააყენა რეკომენდაცია, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, დაშვება მოხდეს ერთი აცრის ან სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

მსგავსი თემები