ინტერპოლის მეთაურს კორუფციაში ადანაშაულებენ – მენ ხუნვეი გადადგა  

ინტერპოლის მეთაური მენ ხუმვეი, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება კანონის დარღვევასა და კორუფციაში ადანაშაულებს, თანამდებობიდან გადადგა. ინტერპოლის წესების თანახმად, ორგანიზაციის ახალი მეთაურის მოვალეობას უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯიმ ჩონ იანი შეასრულებს.  არჩევნები ჩატარდება ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში 18-21 ნოემბერს.

როგორც ინტერპოლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მენ ხუნვეის განცხადება საფრანგეთში, ლიონში ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა მიიღო.
მანამდე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ჩატარებული დისციპლინური შემოწმების შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელისუფლება ინტერპოლის მეთაურს ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებდა. ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, ხუნვეის წინააღმდეგ  მიმდინარეობს გამოძიება, ის ეჭვმიტანილია კორუფციაში, მაგრამ კონკრეტულად რაში ედება ბრალი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ​

​მენ ხუნვეი ასევე არის ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი.

მენ ხუნვეი 25 სექტემბერს ჩინეთში გაუჩინდარდა, მისმა მეუღლემ ამასთან დაკავშირებით ლიონის პოლიციას მიმართა, სადაც მდებარეობს ინტერპოლის შტაბ-ბინა.

მსგავსი თემები