“გაუმჯობესების ერთადერთი წყარო გახლავთ რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ რეგულაციების შესრულებას აღსრულება არ უნდა სჭირდებოდეს. მისი თქმით, პანდემიის შესუსტების და მდგომარეობის გაუმჯობესების გზა რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციაშია.

“ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს რეგულაციები და აღსრულება არ უნდა გვჭირდებოდეს ადამიანებს იმისთვის, რომ რეგულაციები შესრულდეს. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების რაოდენობის მატებასთან, მათში მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე როგორც ექიმი, კლინიცისტი და ინფექციონისტი, მოვუწოდებ ყველას, ამ მაჩვენებლების უკუსვლა, გაუმჯობესების ერთადერთი წყარო გახლავთ რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია,“ – ამბობს მარინა ეზუგბაია.

მსგავსი თემები