„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები“ – შინდისის გმირის ჯიბეში ნაპოვნი ლექსი

მიხეილ დვალიშვილს, შინდისელ მეომარს ჯიბეში დაფლეთილი ლექსი უპოვეს. მაშინ მიშიკო 21 წლის იყო. ლექსებს წერდა და როგორც ხშირად ამბობდა, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა.

თორმეტნი ყოფილან, საათნახევარი შეაკავეს მტერი, მაგრამ ბოლოს მათზე იერიში რუსულმა ავიაციამ მიიტანა. ყველა დაიღუპა, მათ შორის მიხეილ დვალიშვილიც… დღეს ყველა გმირია.

„მზეში დაიწვა ფიქრი და დარდი,

ვერ დაგიკოცნე ნათელი კალთა,

ვერ შემოვაღე დედი ჭიშკარი“.

მიხეილ დვალიშვილმა წინათგრძნობა ლექსად აქცია – ეს სიტყვები მან 2008 წელს, ომამდე დაწერა. 6 აგვისტოს კი ბოლო ლექსი დატოვა:

„ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება,

შინმოუსვლელი ძმები გახსოვდეთ!

დაუბრუნდება ბუდეს მერცხალი

ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით“.

მსგავსი თემები