„თვითიზოლაციაში მყოფები დადიან სტუმრად, ქუჩებში, მგზავრობენ ტრანსპორტით“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები არ იცავენ წესებს და ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებიან. მისივე თქმით, ასეთი ადამიანები სტუმრადაც კი დადიან.

„დიახ, მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი  არ იცავს თვითიზოლაციის წესებს. ისინი დადიან ქუჩაში და მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები