„რთული ვითარება გვაქვს, საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების მხრივ, ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი შეიქმნა.

„საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს.  როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, ეს ჰოსპიტალურ სექტორზეც უკვე ნათლად აისახება. საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი შეიქმნა.  ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს“ – აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრის შეფასებით, მიუხედავად დეფიციტისა, ამ ეტაპამდე, არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. 

„აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება. დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ, სადაც წარდგენილი გვქონდა მრავალი სახის რეგულაციის რეკომენდაცია. საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, დღეის მდგომარეობით გამკაცრებულიყო და დაწესებულიყო რეგულაციების ის ჩამონათვალი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. გასათვალისწინებელია,რომ თითოეული რეგულაციის დაწყებიდან საშუალოდ ათი დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ასახვა ეპიდვითარებაზე. საჭიროა მოვლენებს დაველოდოთ“ – აცხადებს ტიკარაძე.

მსგავსი თემები