რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში ევკალიპტის ხემ იმსხვერპლა 

ორი რუსი მესაზღვრე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა აფხაზეთში, სოხუმი – ოჩამჩირის გზაზე, სოფელ აგუძერასთან ახლოს, გუშინ, 4 ოქტომბერს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. კერძოდ, რუსულ სამხედრო ავტომობილს, რომელშიც სამი რუსი მესაზღვრე იმყოფებოდა, ევკალიპტის ხე დაეცა.

როგორც Абхазия-Информ -ი იტყობინება, სატვირთოში მყოფმა მესამე მესაზღვრემ თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო, ის ჯერ აგუძერას სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფხაზი ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაზარალებული სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაიყვანენ მას რუსეთის ფედერაციის სპეციალიზირებულ სტაციონარში თუ არა.

ავადმყოფის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული საავადმყოფოს მთავარი ექიმი დაურ გურგულია ავრცელებს და აცხადებს, რომ სოხუმელი ექიმები რუსი მესაზღვრის სიცოცხლისთვის იბრძვიან.

მსგავსი თემები