აბიტურიენტებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება დღეიდან შეეძლებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება.

აბიტურიენტებს შეუძლიათ ცენტრს 10 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ. სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდებზე – www.naec.ge და online.naec.ge მიიღება.

აპელაციის დროს ნაშრომები დამოუკიდებელი კომისიის მიერთავიდან სწორდება. გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაასაჩივრონ, როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება.

მსგავსი თემები