უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე – არის მსხვერპლი

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე.

ე.წ ბოთლის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

რაც შეეხება დაშავებულებს ერთი მათგანის ამოყვანა მოხერხდა.

დანარჩენი მგზავრების მოძიების სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე,.სამაშველო ჯგუფები მიდიან, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

მსგავსი თემები