ლაშა ტალახაძე მეორე ოლიმპიურ მედალს შეუტევს

ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა ტალახაძე რაფაელ ჩიმიშკიანის, კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის შემდეგ მეოთხე ძალოსანია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა იზეიმა.

2015 წელს აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ ორჭიდის ჯამში 454 კგ. დაძლია და მეორე ადგილს დასჯერდა. მაშინ ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოვჩევი გახდა, თუმცა მოგვიანებით ის დოპინგის მოხმარებაში ამხილეს, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ჩემპიონად ლაშა ტალახაძე აღიარა.

2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდით – 473 კგ-ით მოიგო. ირანელი ჰუსეინ რეზაზადეს მიერ დამყარებული რეკორდი ახალგაზრდა ქართველმა 16 წლის შემდეგ ასევე ოლიმპიურ ფიცარნაგზე დაამხო და ერთი კგ-ით გააუმჯობესა.

მოსკოვი – 2021 წლის 11 აპრილი.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი უნდა აჟღერებულიყო… საქართველოში იმდენად დაბეჯითებით იყო ამ მოლოდინზე საუბარი, თითქოს სცენარიც წინასწარ გაწერილი გვქონდა.

„ეს გამარჯვება პირადად ჩემთვის ორმაგად ემოციური იყო, რადგან მოსკოვში ჩასვლის წამიდან ვითვლიდი წუთებს, თუ როდის დადგებოდა ნანატრი 11 აპრილი – იტყვის საქართველოს რადიოს სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტას“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და დასძენს, რომ მოსკოვში ყველა მისი თანაგუნდელის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო.

მსგავსი თემები