სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტები შესრულდება

პრეზიდენტი შარლ მიშელის სახლით ცნობილ დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს მადლობას უხდის და იმედს იტოვებს, რომ დოკუმენტში ჩაწერილი სხვა პუნქტებიც შესრულდება.

„გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ. ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა მისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. კრიზისი დაასრულა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი. იმედი მაქვს, ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა. ამ დოკუმენტი შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.   

მსგავსი თემები