კორონავირუსით 34 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა – 634, იმერეთი – 494, ქვემო ქართლი – 253, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 224, კახეთი – 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

მსგავსი თემები