IRI-ს კვლევით, გამოკითხულთა 45% ვაქცინაციის წინააღმდეგია

  •  

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობა გამოკითხა. გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ ისინი ვაქცინაციის წანააღმდეგნი არიან.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:  18% ფიქრობს, რომ  აიცრებოდნენ თუ ამისი შესაძლებლობა ექნებათ; 19% ამბობს, რომ აიცრებოდნენ, თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ;  7% ფიქრობს, რომ აცრას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიკეთებდნენ, თუ ამას კანონმდებლობა დაავალდებულებდა; 5% ფიქრობს რომ ვაქცინირებულია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% „ფაიზერის“ ვაქცინას ენდობა, 8% – „სინოფარმს;“ 7% – „ასტრაზენეკას;“ 4% – სინოვაკს და 1% – მოდერნას. 

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.

მსგავსი თემები