„დედას მ*****ავ სუყველას“ – დეპარტამენტის უფროსი თანამშრომელ ქალებს   

ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც „თელასის“ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის თათბირია ჩაწერილი. თათბირი გინებით, შეურაცხყოფით, უცენზურო სიტყვებით ტარდება, რომელიც საკმაოდ მძიმე მოსასმენია.

დეპარტამენტის უფროსი კ.ხ. თანამშრომელ ქალებს ამცირებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და თან აფრთხილებს, რომ დედას მ*****ავ სუყველას.   

„სუ ერთ ადგილზე მკიდია ცრემლები;“ „ამას ვინ მიეკარება;“ „თუ გინდათ, წაიყვანეთ და ლოგინში ჩაიწვინეთ“; „ცოტა გაასწორეთ ის ტვინები, მიხვდით რო დედას მ*****ავ სუყველას, მე ვერ მომერევით, გაიგე?

მოსკოვს ცრემლების არ ჯერა. მე ცრემლებით ვერ იმასმიზავ, რა. სუ ერთ ადგილას მკიდია მე ცრემლები … არ გადამიღუნოთ აგერ, რა. პაშლი ვი ნა**ი ბლ**დ. ვისაც არ უნდა, ნა**ი აქედან … თე**ობებს არ ავიტან“ – ეს არის მცირე ამონარიდი აუდიოჩანაწერიდან, რომელიც დაზარალებული ქალის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, რომ აუდიო ჩანაწერი სახალხო დამცველის აპარატშიც მოხვდა, პრობლებით ომბუდსმენი დაინტერესდა, შეისწავლა და დისკრიმინაციაც დაადინა.

როგორც გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აღნიშნული პიროვნება ისევ თანამდებობაზე რჩება და მიუხედავად ძალადობის ფაქტებისა, პროკურატურას საქმე არ აღუძრავს.

ადვოკატმა ორი ჩანაწერი წარმოადგინა და აცხადებს, რომ აშკარაა სისხლის სამართლის დანაშაული.

„თუ გინდათ, წაიყვანეთ და ლოგინში ჩაიწვინეთ [თანამშრომელი მამაკაცი]“; „იმას არ გატენი, მე გაგტენით“; „ნუ გამაკეთებინებთ იმას, რაც შეგიქმნით დისკომფორტს“; „ცოტა გაასწორეთ ის ტვინები, მიხვდით რო დედას მ*****ავ სუყველას, მე ვერ მომერევით, გაიგე?“; „ნუ გადამალაგებინებთ სიტუაციას. ერთხელ ხო გადავალაგე? ხო მოხვედით აზრზე? მეორეჯერ ნუ გადამალაგებინებთ“; „იმის თამაშს რო ითამაშებთ, დედებს მო******ვთ რა. ***ზე მკიდია, ვინც არ უნდა იყოთ“ – ისმის აუდიოჩანაწერში.  

მსგავსი თემები