საბერძნეთში აუცრელ დასაქმებულებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ

საბერძნეთში, კოვიდპანდემიის გამო რეგულაციები მკაცრდება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნებისმიერი დასაქმებული, რომელსაც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება სამსახურიდან ათავისუფლებენ.

აღნიშნული მოტივით, უსამსახუროდ ასეულობით დასაქმებული დარჩა. საქმე ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო უწყებებს.

სამსახურების დატოვება ემიგრანტებსაც მოუწიათ. „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა, რომლებიც სამსახურიდან მხოლოდ იმ მოტივით გაათავისუფლეს რომ აცრილები არ იყვნენ.

მართალია, ადგილობრივები პროტესტს პროტესტზე მართავენ, თუმცა, უშედეგოდ.     

მსგავსი თემები