მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 139-ია

  •  

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 597-ს შეადგენს. მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 139-ია.

არსებული მაჩვენებლიდან,  5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 024, აჭარაში – 661, იმერეთში – 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში – 514, აჭარაში – 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 7, იმერეთში – 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 – თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან – 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 986 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 756 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 125, პირი, აჭარაში – 4 138, იმერეთში – 2 375.

მსგავსი თემები