ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ

  •  

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე მოკლული ქალის საქმის გამოძიების მუხლი შეიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით”, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე, „ეშმაკის ბორბალის“ მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს. მას ფოთლები და ხის ტოტები ჰქონდა მიყრილი.  დაკარგულ ტურისტს მთელი დღე მთაწმინდის ტერიტორიაზე ეძებდნენ, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაციაში დრონები და კინოლოგებიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები