7 000-მდე საწოლიდან 6 000-მდე ადგილები დაკავებულია

  •  

ამ ეტაპისთვის, კოვიდპაციენტების მისაღებად მხოლოდ 1000-მდე საწოლია თავისუფალი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საწოლფონდის მობილიზება აქტიურად გრძელდება.

„ვმუშაობთ, მობილიზებული იყოს საწოლები. დღეს ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31ათას პაციენტზე მეტი. აქედან პაციენტების უმეტესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ოჯახის ექიმები.  საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები გადადიან იმ კლინიკებში, რომელსაც ოჯახის ექიმი გადაწყვეტს და შესაბამისად, ისინი გადიან კიდევ დიაგნოსტიკას. დღეს მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში გადის 1200-მდე პაციენტი, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო“ – განმარტავს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ბოლი 24 საათში 3 196 ადამიანი დაინფიცირდა და 27 გარდაიცვალა.

მსგავსი თემები