ინფიცირების აქტიური მაჩვენებელი 31 295 შემთხვევაა

ამ ეტაპზე, საქართველოში, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295,  საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 905, აჭარაში – 620, იმერეთში – 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 105, იმერეთში -255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 6, იმერეთში – 18. 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 – თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – 8.

სულ  6 ოქტომბრიდან – 30 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 125, პირი, აჭარაში – 4 021, იმერეთში – 2 325.

მსგავსი თემები